საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ "მედიაცენტრ მთავარის" პრესკლუბში განაცხადა, რომ მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. "მიმდინარე წლის ბოლოს მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გადაითვალოს. ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში 3 თეთრით გვქონდა შემცირებული სამომხმარებლო ტარიფები. ...