აშშ-ის სენატმა მომდევნო წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დიდი უმრავლესობით დაამტკიცა. კანონპროექტი 77 ხმით მიიღეს 20-ის წინააღმდეგ. ის ახლა დონალდ ტრამპს გადაეცემა ხელმოსაწერად. გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის წლიური სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდული თანხაა გამოყოფილი – 901 მილიარდი დოლარი. ასევე, 4%-იანი სახელფასო ზრდა ჯარისკაცებისთვის. ამასთან, კანონი ითვალისწინებს 800 მილიონ დოლარს უკრაინისთვის იარაღის შესაძენად (400-400 მილიონს მომდევნო ორი […] Source