დასავლელი მეცნიერები ოცნების პრემიერს, ირაკლი კობახიძეს მოუწოდებენ, გადაიხედოს უმაღლესი განათლების რეფორმა. წერილს ხელს 65 მეცნიერი აწერს, მათ შორის კემბრიჯის, ოქსფორდის, ჰარვარდის, ჩიკაგოს, კანზასის, კოლუმბიის უნივერსიტეტებიდან. მეცნიერები ოცნების მთავრობას მიმართავენ, რომ "გადახედოს საგანმანათლებლო თვალსაზრისით ამ მავნე წინადადებას და ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შეიქმნას ნამდვილი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს ...