,,საქართველოს მთავრობის დავალებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს ქუთაისში, დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიმყოფებოდით ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ რეკრეაციულ სივრცეში- ახალგაზრდობის პარკში, რომლის რეაბილიტაციაც აქტიურად მიმდინარეობს, მომავალი წლის ბოლოსთვის ქალაქს ექნება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განახლებული პარკი“ – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარკში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. განახლებული პარკის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, […]