სახალხო დამცველი: "არ შეიძლება, წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება ფარულ წინაღობად იქცეს შეკრების თავისუფლებისთვის"

სახალხო დამცველის აპარატი ოცნების ხელისუფლების პარლამენტის მიერ შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონის გამკაცრებას ეხმაურება. აპარატის განცხადებით, "შეკრება, მისი ძირითადი ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იწვევდეს ცხოვრების ჩვეული რიტმის გარკვეულ შეფერხებას, თუმცა მსგავსი შეფერხება ხელისუფლებამ უნდა დაუშვას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამით მომეტებულად ზიანდება შემხვედრი ინტერესი". "სახალხო დამცველისთვის არ არის მკაფიოდ განჭვრეტადი რა შემთხვევაში შეიძლება ტროტუარზე პროტესტის ...