რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“

ყაზბეგის გამზირზე, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში დეველოპერულმა კომპანია „თეთრმა კვადრატმა“ საახალწლო სოფელი გახსნა. საახალწლო სოფელში მოსულ სტუმრებს ელით, როგორც გასართობი პროგრამები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. „თეთრი კვადრატის“ ინიციატივით, მეწარმეებისთვის სპეციალური სივრცეები უსასყიდლოდ გამოიყო. შაბათ-კვირას, სამეწარმეო მარკეტის და კვების ობიექტების გარდა, სტუმრებს ბავშვებისთვის მორგებული აქტივობები ელოდებათთ. მათ შორის, საინტერესო ვორქშოფები, ზღაპრის კითხვა და სხვადასხვა თამაშები. […]