ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალი 20 დეკემბერს გაიხსნება, გუდაურის, მესტიისა და გოდერძის კურორტებზე საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტო“ (MTA) ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალს 20 დეკემბერს გახსნის. როგორც „მთის ტრასების სააგენტოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბაგირო და ტრასა – კოხტა პლატო, სრიალის მსურველებს ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მოემსახურება. ამასთან, სააგენტოში ამბობენ, რომ დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასების […] Source