თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა

თბილისიდან 5 კილომეტრში, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძეგვთან ახლოს, მიწისძვრა მოხდა. ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანახმად, მიწისქვეშა ბიძგები 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიწისძვრა 13:26 საათზე მოხდა და თბილისშიც იგრძნობოდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. The post თბილისთან ახლოს მიწისძვრა მოხდა appeared first on Netgazeti .