საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 13:26 საათზე, თბილისიდან 8 კილომეტრში, სოფელ ძეგვიდან 1 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.8 მაგნიტუდი იყო.