ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ევროპული საბჭოს სამიტზე 27 წევრი სახელმწიფოს სტრატეგიული დისკუსიის მთავარი საკითხი უკრაინაა. ქვეყნის საჭიროებები 2026-2027 წლებისთვის უკვე განსაზღვრულია. მაგიდაზე კი ორი ვარიანტია. „ორი წინადადება წარმოვადგინე ამ დაფინანსებისთვის – ერთი გზა დაფინანსებაა ევროკავშირის ბიუჯეტით, ბიუჯეტზე დაყრდნობილი სესხის აღებით, მეორე შესაძლებლობა კი, რეპარაციების სესხია“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ […]