ოცნების დანიშნული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, "სერბეთის სასახლეში" გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. ისაუბრეს არსებული მეგობრული კავშირების, კულტურული სიახლოვის, საერთო ღირებულებებისა და გამოწვევების თაობაზე, რაც ურთიერთობათა შემდგომი განვითარებისთვის მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრაზე ...