საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტსა და სკოლას შორის სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, განათლების ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, […]