თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. პროცესს ესწრება ორივე ბრალდებული. „იკო, გილოცავ დაბადების დღეს”,- მიმართა ლევან ხაბეიშვილმა სხდომათა დარბაზში შემოსვლისთანავე მის შვილს და იქვე მადლობა გადაუხადა დარბაზში მყოფებს იმისთვის, რომ „წუხდებიან”. შვილს კი უთხრა, რომ „დედას დაუჯეროს“. პროკურორ […]