საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის $10,000-ს გამოყოფს

მთავრობის 16 დეკემბრის განკარგულებით, რომელსაც ხელს ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, საგარეო უწყებას მიეცა უფლება, გამოყოს 10000 დოლარი ნებაყოფლობითი შენატანის სახით უღარიბესი და მცირე კუნძულოვანი ქვეყნების გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქმიანობის დასაფინანსებლად. "ნება დაერთოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს მხრიდან ნებაყოფლობითი შენატანის განხორციელების მიზნით, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს ...