ბელგრადში შედგა მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდრ ვუჩიჩის შეხვედრა

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგრადში იმყოფება. „სერბეთის სასახლეში“ ის უკვე შეხვდა სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს, რომელთანაც განიხილა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და სერბეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ასევე ყურადღება გაამახვილეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. მოგვიანებით, მიხეილ ყაველაშვილმა და […]