საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა დანიის თავმჯდომარეობით, ევროკავშირის საბჭოს მიერ 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ შეფასებას საქართველოსთან დაკავშირებით, ამავე დღეს ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და 18 დეკემბერს ბრიუსელში ევრობლოკის ლიდერების შეხვედრას. ამ შეხვედრის დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც განიხილება. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ბრიუსელში მიმდინარე პროცესები რეალობას არის აცდენილი, ხოლო ევროპა – „ცივილიზაციურ უფსკრულში მიექანება“: „დისკუსიის ნაცვლად – […]