საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათ პრაქტიკული ციფრული უნარების გასაძლიერებლად კიდევ ერთ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა. კურსი განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც სურთ, გაიგონ: როგორ შექმნან პროფესიონალური ვიზუალური კონტენტი Canva-ს დახმარებით; როგორ მოამზადონ სოციალური მედიის პოსტები, ვიდეოები და სარეკლამო მასალები ერთიანი ვიზუალური სტილით; როგორ გააძლიერონ ბრენდის აღქმა ციფრულ არხებში […]