„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ბრალდებულ ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ეს სისხლის სამართლის საქმე ხაბეიშვილის მიმართ უკანონო დევნის და ანგარიშსწორების ინსტრუმენტად გამოიყენება. მისივე თქმით, ხაბეიშვილს დღემდე ეკრძალება არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია. ადვოკატის განმარტებით, პოლიტიკური ლიდერის მიერ, საჯაროდ გაკეთებული პოლიტიკური დაპირება არათუ ქრთამის შეთავაზება, ეს მოცემულობა „ამომრჩევლის მოსყიდვისთვისაც კი არაა საკმარისი”. კონდახიშვილის თქმით, ხაბეიშვილმა მისი პოზიცია […]