NASA-მ შემდეგი თაობის ტელესკოპის აწყობა დაასრულა — მას არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა შეუძლია

თუ კოსმოსის შესახებ ყოველ ახალ აღმოჩენაზე აღფრთოვანება გეუფლებათ, მაშინ 25 ნოემბერი, შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე იყოს. ეს ის თარიღია, როდესაც NASA-მ ნენსი გრეის რომანის ტელესკოპის (Nancy Grace Roman Telescope) აწყობა დაასრულა. ამ დღეს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრის დიდ, სუფთა ოთახში, კოსმოსური ტელესკოპის ორი მთავარი სეგმენტი ერთმანეთთან დააკავშირეს.  "რომანი" ინფრაწითელი ტელესკოპია, რომელიც ტელესკოპებში ნამდვილ ფლაგმანად ...