FDA-მ დეპრესიის სამკურნალოდ პირველი სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა დაამტკიცა

აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) პირველი მოწყობილობა დაამტკიცა, რომლითაც დეპრესიის მკურნალობა სახლშივე იქნება შესაძლებელი. აპარატი ტვინის სტიმულირებით მუშაობს. მედიკამენტური მკურნალობისა და ფსიქოთერაპიის გარდა, იგი კიდევ ერთი საშუალება იქნება დეპრესიასთან საბრძოლველად.  მოწყობილობა კომპანია Flow Neuroscience-მა შექმნა და FL-100 ჰქვია. პაციენტმა იგი ყურსასმენების მსგავსად უნდა გაიკეთოს; მოწყობილობა ელექტროდენს აწვდის ტვინის ერთ-ერთ რეგიონს, ...