ბრიუსელში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების ორდღიანი შეხვედრა გრძელდება, სადაც ევრობლოკის 27-ვე ქვეყნის ლიდერები კონტინენტის წინაშე მდგარი ძირითადი საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ საუბრობენ. დიპლომატების სასაუბრო თემებს შორის არის ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც უკვე გამოქვეყნებულია „გაფართოების შესახებ“ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში, ასევე ევროკავშირის საბჭოს შეფასება. ორივე დოკუმენტის მიხედვით, ცნობილია, ევრობლოკში გაწევრების მხრივ, რა ეტაპზე არიან […]