ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ტრანზიტის ტარიფებზე – თუ ეს პრობლემები არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები ალტერნატიულ გზებს იპოვიან იმპორტისა და ექსპორტისთვის

თუ საქართველოს ტარიფების პრობლემა არ მოგვარდება, იმედი მაქვს, რომ ბიზნესები აზერბაიჯანიდან იმპორტისა და ექსპორტის ალტერნატიულ გზებს მოძებნიან. შესაბამისი განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა. ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული ბენზინის პირველი პარტია აზერბაიჯანიდან სომხეთისკენ საქართველოს გავლით რკინიგზით უკვე მიემგზავრება. ბენზინი კერძო კომპანიის მიერ იყო შეძენილი. „მეც დავინახე, რომ ნავთობპროდუქტებით დატვირთული მატარებელი უკვე დაიძრა აზერბაიჯანიდან და სომხეთისკენ […]