ისრაელის წინააღმდეგ ქმედებებისთვის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორი მოსამართლე დაასანქცირა, მათ შორის ქართველი – გოჩა ლორთქიფანიძე და ერდენებალსურენ დამდინი, მონღოლეთიდან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დასანქცირებულმა მოსამართლეებმა – “პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა ICC-ის მცდელობებში, რომლებიც ისრაელის მოქალაქეების გამოძიებას, დაკავებას, დევნას ან გასამართლებას ეხებოდა ისრაელის თანხმობის გარეშე”. ამასთან, მარკო […]