სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) საქართველოში სუროგაციასთან დაკავშირებული ტრეფიკინგისა და ძალადობის სავარაუდო პრაქტიკასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, აღნიშნული საკითხები საგანგაშოა და დაუყოვნებლივ გამოძიებას საჭიროებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი მედიაში გავრცელებული მასალებზე დაყრდნობით წერს, რომ ათობით მსხვერპლი უშვილო წყვილებისთვის ბავშვის გაჩენის მიზნით, საქართველოში მოტყუებით ჩამოყვანაზე საუბრობს. SJC ასევე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მსხვერპლი ეჭვობს ...