სოფელ ხაბუმეში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. დაღუპულები არიან 60 წლამდე ქალი და მისი ხანდაზმული დედა. „ნეტგაზეთს“ შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. The post სოფელ ხაბუმეში ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა appeared first on Netgazeti .