აზერბაიჯანმა დღემდე "ყველაზე მასშტაბური ამნისტია" გამოაცხადა, რომელიც 20 000 ადამიანს მოიცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამნისტიის აქტი წარადგინა , რომელიც შესაძლოა 20 000-მდე ადამიანს შეეხოს. პროსამთავრობო მედიის ცნობით, ეს აზერბაიჯანის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ამნისტია იქნება. განცხადება ორშაბათს გასაჯაროვდა. პროსამთავრობო მედიასაშუალება APA იუწყება, რომ ამნისტია "კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის წელს" დაემთხვევა და "ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სუვერენიტეტის აღდგენასა და კონსტიტუციის იურიდიული ძალის სრულად დამკვიდრებას" მიეძღვნება. ამნისტიის ...