ევროკომისია უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მე-8 ანგარიშს აქვეყნებს . ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 14 ივლისს ევროკომისიამ ფორმალური წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობას, რომელშიც აღნიშნული იყო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების შესრულების გაგრძელება და უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე დეტალური ინფორმაცია მოითხოვა. თუმცა, ევროკომისიამ საქართველოსგან მისი რეკომენდაციების შესრულებაზე რაიმე არსებითი პროგრესის შესახებ ვერ შეიტყო