ევროკომისიის მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უვიზო მიმოსვლის ვალდებულებების დაცვას ეხება, წერია, რომ საქართველომ, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, უვიზო ქვეყნის სტატუსი მთლიანად დაკარგოს. ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიამ შეშფოთება გამოხატა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების გამო და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკითხების მოსაგვარებლად დაუყოვნებლივი ნაბიჯების გადადგმისა და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ. “ამის […]