საინფორმაციო ომი რუსული შიდა თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელებისა და გავლენის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები საკმაოდ წარმატებით იყენებენ. კრემლის საინფორმაციო ომის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი შეთქმულების თეორიების გავრცელებაა, რომელიც ემსახურება შიდა და გარე აუდიტორიისთვის დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდებას, დასავლური ინსტიტუტების დემონიზაციასა და რუსეთის იმპერიალისტური, აგრესიული პოლიტიკის გამართლებას. ჩრდილოვან მმართველობასთან დაკავშირებით საუკუნეების განმავლობაში არსებობდა სხვადასხვა მოსაზრება. […]