მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

აშშ შეთანხმების თავს მოხვევას არ ცდილობს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ბრიფინგზე განაცხადა. “ომები, ზოგადად, ორი გზით სრულდება: ერთი მხარის დანებებით ან მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებით. უახლოეს მომავალში რომელიმე მხარის დანებებას ვერ ვხედავთ, ასე რომ, მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება გვაძლევს შესაძლებლობას ამ ომის დასასრულებლად. მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ ამით რაღაც […]