ოზურგეთში, ანსამბლი “ორბის” ქორეოგრაფი კირილე (კიკალო) ყალიჩავა მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს. “პირველების” ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. დაშავებულ არასრულწლოვან ბიჭს ექსპერტიზა, სავარაუდოდ, ხვალ ჩაუტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულ კაცს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლს ედავება. კირილე (კიკალო) ყალიჩავა ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, სასამართლო მის აღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, ზეგ იმსჯელებს.