საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში პსჟ სტუმრად სამოყვარულო „ფონტენეს“ დაუპირისპირდება. „პარიზიენის“ მტკიცებით, პარიზულ გუნდში რიგი ცვლილებებია მოსალოდნელი. მეკარე მატვეი საფონოვი ტრავმირებულია და ძირითად შემადგენლობაში ან ლუკა შევალიე იქნება ან რენატო მარინი. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარინი „პარი სენ ჟერმენში“ პირველ მატჩს ჩაატარებს. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის დააყენებს კარში, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა, რომ როგორც ჩვევია, შემადგენლობის შესახებ […]