რუბიო: მოლაპარაკებებზე აშშ ცდილობს მოსკოვისა და კიევის ინტერესთა შორის წონასწორობის დაცვას

აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 19 და 20 დეკემბერს გაიმართება მაიამიში. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა ვაშინგტონში გამართულ დასკვნით პრესკონფერენციაზე. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი. რუბიოს თქმით, დიპლომატიური მოგვარება ორმხრივ დათმობებს მოითხოვს: ორივე მხარე „გასცემს რაღაცას და რაღაცას იღებს“. აშშ-ის ამოცანაა გაიგოს, „რა შეიძლება დაკარგონ […]