რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს, თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამწუხაროდ, წინასწარი ინფორმაციით, შვიდი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 15 დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – აღნიშნა კიპერმა. მისი თქმით, დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა და ავტოსადგომზე სატვირთო […]