ტრამპის ადმინისტრაცია „კალიბრის“ შრიფტს აღარ გამოიყენებს

დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაგზავნილი შიდა მოხმარების შეტყობინების სათაურია „ტრადიციებს ვუბრუნდებით: 14 ზომის შრიფტი „თაიმს ნიუ რომანი“ (Times New Roman) დეპარტამენტის ყველა დოკუმენტისთვის სავალდებულოა“. ამ გზავნილით, რომელსაც მარკო რუბიო აწერს ხელს, დემოკრატების ტიპოგრაფიული პოლიტიკა დასრულებულად ცხადდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, შრიფტი „თაიმს ნიუ რომანი“ „უფრო ოფიციალური და პროფესიონალურია“. რუბიო მიიჩნევს, რომ მეტი მრავალფეროვნებისთვის შრიფტ „კალიბრის“ (Calibri) გამოყენება […]