კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KMIS) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ უკრაინელთა ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და რუსეთთან ომის სრულად დასრულების შემდეგ უნდა ჩატარდეს. უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ეწინააღმდეგება, ხოლო თითქმის ორი მესამედი მზადაა, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება. გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა 57 პროცენტზე […]