უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის განცხადებით, უკრაინის დელეგაციამ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან შეერთებულ შტატებში შეხვედრა დაასრულა. „დავასრულეთ შეხვედრა შეერთებულ შტატებში ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. მისი შედეგების შესახებ უკრაინის პრეზიდენტს ვაცნობე. ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან შემდეგ ნაბიჯებსა და უახლოეს მომავალში ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე შევთანხმდით“, – წერს უმეროვი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, უმეროვმა განაცხადა, რომ […]