“ძლიერი საქართველო-ლელოს” ძალისხმევით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში კვება უფასო იქნება. ამის შესახებ „ლელო ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. პრესსამსახურის თანახმად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა და დაამტკიცა „ძლიერი საქართველო-ლელო“-დან საკრებულოს წევრის გუგა დარსალიას წინადადება – მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა კვების უზრუნველსაყოფად 250 000 ლარის გამოყოფის შესახებ. როგორც გუგა დარსალიამ განაცხადა, […]