ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკას შორის სავაჭრო შეთანხმების დადება გადავადდა

მერკოსურის ქვეყნებთან, ანუ წამყვან სამხრეთ ამერიკულ სახელმწიფოებთან სავაჭრო შეთანხმების დადება იანვრის მეორე ნახევრამდე გადაიდო, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. შეთანხმების არსებული რედაქცია არ მოსწონთ იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯა მელონსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. მათი აზრით, დოკუმენტი ევროპელი ფერმერების ინტერესებს საკმარისად ვერ იცავს, რადგან სამხრეთ ამერიკულ აგრარულ ინდუსტრიებს ევროკავშირისთვის შესაბამისი რეგულაციების […]