მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, მამა აკაკი გარდაიცვალა

გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე).ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ღმერთმა აცხონოს დიდებული მოძღვრის, მამა აკაკის სული და დააწესოს იქ, სადაცა მართალნი განისვენებენ ! თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებსა და სულიერ შვილებს მის გარდაცვალებას! გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახლადშესვენებული დეკანოზი აკაკი“ – წერია სოციალურ ქსელში.