19 დეკემბრის საღამოს რუსეთის არმიამ ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა განახორციელა. დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 30-მდეა. ეს ინფორმაცია ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა. „ოდესის ოლქში მტრის თავდასხმას რვა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო კიდევ 27 ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ავტობუსში იმყოფებოდა, რომელიც იმ დროს დარტყმის ეპიცენტრში იყო“, – განაცხადეს მაშველებმა. მათივე […]