უკრაინის სპეცოპერაციების ძალები და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებენ, რომ კასპიის ზღვაში დაარტყეს რუსეთის საპატრულო ხომალდ „ოხოტნიკსა“ და „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებულ ფილანოვსკის სახელობის ნავთობისა და გაზის საბადოს საბურღ პლატფორმას. უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ პლატფორმა გამოიყენება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საწვავის მიწოდებისთვის. ზიანის მასშტაბები არ დაუკონკრეტებიათ. ამ ინფორმაციის დამოუკიდებელი დადასტურება არ მოიპოვება. უკრაინამ ადრეც განაცხადა […]