უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ოკუპირებულ ყირიმში „სუ-27“ ტიპის ორი რუსული თვითმფრინავი გაანადგურა

უკრაინელებმა დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ბელბეკის აეროდრომზე ორი რუსული „სუ-27“ ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის „ალფა“-ს შორი მოქმედების დრონებმა ორი სუ-27 ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს ბელბეკში, რუსეთის სამხედრო აეროდრომზე, დროებით ოკუპირებულ ყირიმში. ერთ-ერთი თვითმფრინავი სადესანტო ზოლზე იმყოფებოდა, საბრძოლო მასალით დატვირთული და საბრძოლო მზადყოფნაში. ის […]