ცოტა ხნის წინ, სენაკში, მშვიდობის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე 44 წლამდე ასაკის მამაკაცს, ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. დამატებითი დეტალების არსებობის შემთხვევაში, “თაიმერი” ინფორმაციას განაახლებს. Source