ევროპელებს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციით ევროკავშირის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერება სურთ – კვლევა

ევროპელებს უფრო მტკიცე და ძლიერი ევროკავშირი სურთ, – ამას აჩვენებს “ევრობარომეტრის” უახლესი კვლევის შედეგები. რესპონდენტთა 67% ფიქრობს, რომ ევროკავშირი “სტაბილურობის კერაა მშფოთვარე სამყაროში”. ევროკავშირის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. გამოკითხულთა 83%-ი ამბობს, რომ კავშირმა გლობალურად უნდა მოახდინოს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაცია. ევროპელების 79% მხარს უჭერს წევრ სახელმწიფოებს შორის საერთო თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას […]