გიორგი უშიკიშვილი: მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ ერთი თხოვნა მქონდა, როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო. ფოლკლორის ცენტრს არ ჰქონდა შენობა და როცა დირექტორად დამნიშნეს (ზურაბ ჟვანიას იდეით), ერთ-ერთ თეატრში შევხვდი. მომეცა გასაუბრების საშუალება და ვთხოვე, ფოლკლორის ცენტრისთვის კონკრეტული შენობა გადმოეცათ. გავიდა გარკვეული პერიოდი და არავინ შემხმიანებია. ერთი თვის შემდეგ კიდევ შევხვდი — დამინახა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა. […]