[VIDEO] “ასტონ ვილას” ფანტასტიკური სერია – ემერის გუნდი ჩემპიონობის პრეტენდენტი ხდება…

“ასტონ ვილა” 2:1 “მანჩესტერ იუნაიტედი” “ასტონ ვილა” აგრძელებს ბრწყინვალე სერიას, რომელიც, ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ 10 გამარჯვებას მოიცავს. ამ გადმოსახედიდან, უნაი ემერის გუნდი ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა საკითხავია, რამდენად ეყოფათ ვილაპარკელებს რესურსი მძიმე პრემიერლიგური მარათონისთვის. არადა, ყველას გვახსოვს – როგორ ცუდად დაიწყეს სეზონი ბირმინგემელებმა, რომელთაგან “მანჩესტერ იუნაიტედს” ორივე გოლი გაუტანა მორგან როჯერსმა, ვინც დაიონ დაბლინის […]