გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში ომის სამართლიანი და ხანგრძლივი დასრულების მიღწევის მცდელობები განიხილეს, – ინფორმაციას Reuters-ი დაუნინგ სთრითზე დაყრდნობით ავრცელებს. „ორმა ლიდერმა საუბარი უკრაინაში მიმდინარე ომის განხილვით დაიწყო“, – აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში. მათივე ინფორმაციით, კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა ისაუბრეს ე.წ. „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების მუშაობაზე, […]