რუსმა დამპყრობლებმა სუმის ოლქში, სახელმწიფო საზღვართან მდებარე პატარა უკრაინული სოფლიდან, ჰრაბოვსკედან ხუთი ათეული მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ხანდაზმული ქალები გაიტაცეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „ასეთი შუა საუკუნეების რეიდებით“ პუტინის რუსეთი აჩვენებს, რომ არაფრით განსხვავდება ისეთი ტერორისტული დაჯგუფებებისგან, როგორებიცაა „ისლამური სახელმწიფო“, „ბოკო ჰარამი“ და „ჰამასი“. „ჩვენი მშვიდობიანი მძევლების სახლში დაბრუნებას მოვითხოვთ. […] Source