მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესაპუბლიკას ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს საქართველო – სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაში, რომელსაც, თანათავმჯდომარეების რანგში, მარიამ ქვრივიშვილი და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი გახსნიან. სხდომაზე განხილულ იქნება ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. სხდომის დასასრულს, მინისტრები ხელს მოაწერენ […]